вторник, 20 декабря 2011 г.

დისაქარიდები




ორგანული ქიმია

გაკვეთილის თემა :

ბიოორგანული ნაერთები
(დისაქარიდები)


ნახშირწყლები საკვები რაციონის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იყოფა მონოსაქარიდებად (გლუკოზა, ფრუქტოზა), დისაქარიდებად (საქაროზა, ლაქტოზა), გადამუშავებად პოლისაქარიდებად (სახამებელი, გლიკოგენი) და არაგადამუშავებად პოლისაქარიდებად (საკვები ბოჭკოები).

მონოსაქარიდები და დისაქარიდები ტკბილია, ამიტომ შაქრები ეწოდებათ. დისაქარიდები და გადამუშავებადი პოლისაქარიდები ადამიანის ორგანიზმში იშლებიან და წარმოქმნიან გლუკოზას და ფრუქტოზას.


დისაქარიდის მოლეკულა ორი მონოსაქარიდისაგან შედგება. ორი მოლეკულის ნაშთები კი ერთმანეთს უერთდება მონოასაქარიდის ორი მოლეკულიდან ერთი მოლეკულა წყლის მოხლეჩის შედეგად.

დისაქაროზა ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში. საქაროზა, ანუ ჩვეულებრივი შაქარი, რძის შაქარი ლაქტოზა და ალაოს შაქარი მალტოზა დისაქარიდებია.




მალტოზის სინთეზი


აღმდგენი და არააღმდგენი დისაქარიდები


ცელუბიოზა



ლაქტოზა



ეს საინტერესოა!

ლაქტაზა არის ენზიმი, რომელიც უზრუნველყოფს ლაქტოზის b-1,4’–გლიკოზიდური ბმის გახლეჩას. ძუძუმწოვრობის პერიოდში ნაწლავებში გამომუშავდება ლაქტაზა, რომელიც ხელს უწყობს ლაქტოზის დაშლას გლუკოზამდე, ვინაიდან ორგანიზმი მხოლოდ გლუკოზას მოიხმარს.
ცხოველთა უმეტესობა ზრდასთან ერთად ვეღარ გამოიმუშავებს ლაქტაზას, და მათი კვება რძის ან რძის ნაწარმით აღარ შეიძლება!!!
ადამიანებშიც ასევე შეინიშნება ლაქტაზის  დაკარგვის ტენდენცია  ზრდასთან ერთად ანუ ხდებიან ლაქტოზის მიმართ ინტოლერანტულები (საშუალოდ 10%).  თუმცა იგი განხვავებულია რასების მიხედვით.
მაგალითად,
 დანიელები 3%, 
თაი მოსახლეობა 97%

ლაქტოზა - ჰიდროლიზი


აღნიშნული ენზიმის ნაკლებობა იწვევს დაავადება გალაქტოსემია. გალაქტოსემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი განუვითარებლობა, ინფარქტი და სხვა მძიმე შემთხვევები.
განკურნება წარმოებს დიეტის მკაცრი დაცვით კვების რაციობიდან რძისა და რძის პროდუქტების ამოღებით.



საქაროზას ნაწილობრივი ფიდროლიზი მიმდინარეობს მურაბის მომზადების პროცესშიც.



საქაროზა, იგივე სასუფრე შაქარი, წელიწადში 90 მლნ ტონა იწარმოება.

შაქრის ლერწამი


შაქრის ჭარხალი




C6H12O6 + C6H12O6 => C12H22O11 + H2O
გლუკოზა          ფრუქტოზა          საქაროზა










































Комментариев нет:

Отправить комментарий